საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 19-20 ივნისს მონაწილეობს ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრთა კომიტეტის 132-ე სესიაში.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მინისტერიალის ფარგლებში სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს, ასევე ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს როგორც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე ევროპის საბჭოს ხელმძღვანელ პირებთან.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 132-ე შეხვედრას იტალიის რესპუბლიკის თავმჯდომარეობით ქ.ტურინი მასპინძლობს.