logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: ასეთი ამბავი ამერიკაში არ ხდება ტრამპი-კლინტონის გარშემო...
- +

14 აგვისტო. 2016. 21:48


პუბლიცისტი პაატა ქურდაძე ვლადიმერ ბედუკაძისა და მისი მსგავსი პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პიარს აკრიტიკებს.



„ამ ბედუკაძეს და მის კრეატორ ფრანკენშტეინებს რა ერთნაირი წინასაარჩევნო ფანტაზია აღმოაჩნდათ არა? ერთი რუსული პენსიით ქრთამავს თავის ბანძ ამორჩეველს, მეორე 250 ლარიანი პენსიით.. გეგონება ამ ქვეყანაში მარტო პენსიონერები ცხოვრობდნენ!

 

საერთოდ ჩემი აზრით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საზმაუწყებელი არჩევნებამდე ორი და მეტი თვით ადრე - ამდენ უფასო დროს არ უნდა უთმობდეს. ნამდვილ ბაბილონის გოდოლად გადაიქცა უკვე ეს არხი. ასეთი ამბავი ამერიკაში არ ხდება ტრამპი-კლინტონის გარშემო. ამ სრულიად იდიოტურ კლიპებს (გამონაკლისის გარეშე) აბსოლუტურად არაფერი სასარგებლო არ მოაქვს ამომრჩევლისთვის გარდა დაპირებებისა, რომელიც ბავშვმაც კი იცის რომ აპრიორი ტყუილია.

 

"ნორმალურს" რომ ეძახიან საქართველოში, ისეთ ერთერთ ქვეყანაში - არჩევნებამდე ორი სამი კვირით ადრე აქაური ცსკო ერთ დიდ კონვერტში მოთავსებულ ყველა ამოსარჩევი სუბიექტის სარეკლამო ფურცელს გვირიგებს ფოსტის ყუთში და გარწმუნებთ ეს სრულიად საკმარისია იმისთვის რომ გავერკვეთ ვინ რას პირდება ამომრჩეველს, სრულიად არ არის აუცილებელი სამი თვის განმავლობაში ყოველდრე ყოველ ნახევარ საატში ერტხელ უჩიჩინო ადამიანებს რომ ორ თვეში მათი პრობლემები აბსოლუტურად მოგვარდება სამოთხეში იცხოვრებენ თუ კიდევ ერთხელ ენდობიან პოლიტიკოსს, რომელმაც უკვე ათასჯერ მოატყუა.

 

ეს არ არის პოლიტიკური ცხოვრება, ეს საერთოდ ცხოვრება არ არის, ეს ვიღაც X და Y -ის ცხოვრების მოსაწყობად გამართული საძაგელი ბალმასკარადია, სადაც უნიჭო გაიძვერა კლოუნები სამ გროშიან მოოქროვილ მუყაოს ნიღბებს ბაჯაღლო ოქროს ფასად გტენიან.

 

P.S. ამ ბედუკაძის უბადრუკი კლიპის გამო საზ მაუწყებლის გინებას კი აჯობებს იმ ტელევიზიებს კითხოთ, ლამის რიგში რომ დგანან მის გადაპატიჟებაზე - რატომ არ უკეთებენ ამ კაცს იგნორს, რატომ იწვევენ და ალაპარაკებენ თავიანთ ეტერში უფრო ვრცლად იგივე სისაძაგლეებს, რომელთა მოკლე ვერსიამ ასე აღაშფოთა გუშინ და დღეს სრულიად ერი? მათაც ხომ არ ავალდებულებს კანონი ასეთ პერსონაჟებს უფასოდ დაუთმოს ეთერი?.. თუ ღამის ხმაურის არ იყოს, მედია ბიზნესი რომ არ დაზარალდეს, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ყველაფერი მოსულა?"- წერს ქურდაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner