პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დერეკ შოლე სოციალურ ქსელ Twitter-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
„ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან თბილისში გამართულ მოლაპარაკებებს. ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა განვიხილეთ. ჩვენ მივესალმებით საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას მრავალმხრივი ძალისხმევის ფარგლებში რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირებისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - აღნიშნა დერეკ შოლემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა დერეკ შოლეს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.