logo_geo
eng_logo
დერეკ შოლე: მივესალმებით საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას მრავალმხრივი ძალისხმევის ფარგლებში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად
- +

19 მაისი. 2022. 19:15

 

 

პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დერეკ შოლე სოციალურ ქსელ Twitter-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

 

„ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან თბილისში გამართულ მოლაპარაკებებს. ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა განვიხილეთ. ჩვენ მივესალმებით საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას მრავალმხრივი ძალისხმევის ფარგლებში რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირებისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - აღნიშნა დერეკ შოლემ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა.

 

მთავრობის მეთაურმა დერეკ შოლეს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner