logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას მხარი დაუჭირა
- +

19 მაისი. 2022. 19:45

 

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას მხარი დაუჭირა. ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ფინეთის პრეზიდენტსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა.

 

„დღეს მე ვამაყობ, რომ მივესალმები და ვთავაზობ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას ორი დიდი დემოკრატიისა და ორი ახლო პარტნიორის განაცხადებს, რათა შეუერთდნენ ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსს მსოფლიოს ისტორიაში. ორი ამაყი დამოუკიდებელი ქვეყანა, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ სუვერენულ უფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი უსაფრთხოება“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ნატო აქტუალურია, ეფექტურია და უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე იყო.

 

„დღეს ჩემი ადმინისტრაცია შეერთებული შტატების კონგრესს წარუდგენს ანგარიშებს ორივე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების თაობაზე“, - განაცხადა მან.

 

18 მაისს, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს. შესაბამისი განაცხადები ალიანსში შვედეთისა და ფინეთის ელჩებმა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს გადასცეს.

 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა ევროპის უსაფრთხოებისთვის გარდამტეხი მომენტია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner