14 აგვისტო, 2016... გოგა ხაინდრავას პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე - "მიუხედავად იმისა, რომ ბედუკაძე ამ პროცესების მონაწილე იყო, მიგაჩნიათ, რომ მას უნდა აპატიოს საზოგადოებამ?".
"ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ეს უფლის გადაწყვეტილებაა, სავლე პავლედ იქცა.
პავლე ქრისტიანობის ერთერთი უდიდესი მასწავლებელი გახდა. სინანული არის გზა სრულყოფისკენ და გზა სასუფევლისკენ. ამ გზაზე ვერავინ გადავეღობებით ადამიანს, თუ გაუჩნდა სურვილი, მოინანიოს, რაც გააკეთა. მითუმეტეს, თუ საზოგადოება ამისგან სარგებელს იღებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი განსასჯელი არ არის. "
წყარო: tabula.ge