ნატოში გაწევრიანება მესამე სახელმწიფოებისთვის საფრთხეს არ წამოადგენს და არასდროს წარმოადგენდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ფინეთის პრეზიდენტთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯო ბაიდენმა ამ 2 ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ეს თავდაცვითი ალიანსია.
მისივე თქმით, ფინეთი და შვედეთი იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, რომელიც ნატოში გასაწევრიანებლად აუცილებელია: მათ ჰყავთ ძლიერი არმია, ეკონომიკა და მუშა დემოკრატიული ინსტიტუტები.