აშშ-ის სენატმა უკრაინისათვის 40 მილიარდი დოლარის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
უკრაინისათვის დახმარების ახალ პაკეტს მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 11 სენატორი წინააღმდეგ წავიდა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ გამოყოფილი თანხები უკრაინის სამხედრო ძალების წვრთნას, შეიარაღებასა და სხვა საჭიროებებს მოხმარდება. ამასთან ერთად, თანხები გამოყოფილია ჰუმანიტარული დახმარებისთვისაც.
საკანონმდებლო პროცედურის თანახმად, აშშ-ის სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.