logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენმა რუსეთი უკრაინაში სურსათის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა
- +

19 მაისი. 2022. 22:13

 

 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთი უკრაინაში სურსათის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.

 

გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ენტონი ბლინკენმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკირება.

 

„რუსეთის მთავრობა, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ სურსათის იარაღად გამოყენება ხელს შეუწყობს იმის მიღწევას, რაც მის შეჭრას არ მოუტანია - უკრაინელი ხალხის სულისკვეთების გატეხვა. სურსათის მიწოდება მთელ მსოფლიოში, ფაქტობრივად, მძევლად არის აყვანილი რუსი სამხედროების მიერ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner