აშშ-ისა და რუსეთის გენერალური შტაბების ხელმძღვანელებმა, მარკ მილიმ და ვალერი გერასიმოვმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
„სამხედრო ხელმძღვანელებმა განიხილეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რამდენიმე შემაშფოთებელი საკითხი და შეთანხმდნენ, რომ კომუნიკაციის ხაზები ღია იქნება“, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ექვსი დღის წინ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თავის რუს კოლეგასთან, სერგეი შოიგუსთან სატელეფონო საუბარი გამართა, რაც მათ შორის ასევე პირველი კომუნიკაცია იყო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.