პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ე.წ. კრემლისტების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ საზოგადოების მხრიდან მათ არანაირი მხარდაჭერა არ ექნებათ, რაც სასიხარულოა.
„კრემლისტების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური წამალია სიჩუმეში დამარხვა - მოქალაქეებს უნდა დავავიწყოთ მათი არსებობის შესახებ!
არცერთმა მედიამ არ უნდა მიიწვიოს მათი წარმომადგენლები, არ უნდა გაავრცელოს ინფორმაციები მათი გამოსვლების და განცხადებების შესახებ, მათი პარტიის რეკლამა და ასე შემდეგ! არსად, მათ შორის ფეისბუკშიც არ უნდა ხდებოდეს მათი სახელის ხსენება!
სანერვიულო არაფერი გვაქვს, კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებაში მათი მხარდაჭერა ნულის ტოლია, ამიტომ მათი წამალია უხსენებლობა - სიჩუმეში დამარხვა და დავივიწყება."- აღნიშნავს მაღლაფერიძე.