logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ნიკა გვარამია ჯერ „თავისუფალი“ და „კრიტიკული“ ჟურნალისტი კი არ იყო, იყო გენპროკურორი, რომელიც გამოდიოდა და „იმედის“ დახურვას და რეიდის ჩატარებას ამართლებდა
- +

20 მაისი. 2022. 00:43

 

 

ნიკა გვარამია ჯერ „თავისუფალი“ და „კრიტიკული“ ჟურნალისტი კი არ იყო, იყო გენპროკურორი, რომელიც გამოდიოდა და თქვენი ტელევიზიის დახურვას და რეიდის ჩატარებას ამართლებდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა

 

„მაშინ არ იყო თავისუფალი მედია დემოკრატიის საფუძველი?! მაშინ კრიტიკული მედია არ იყო ხელშეუხებელი?! როდესაც გამოდიოდა ამბობდა, რომ „იმედი“ უნდა დაიხუროსო, სახელმწიფოს სჭირდება ასეო და დღეს, როდესაც ამდაგვარი საერთოდ არ ხდება - მისი ტელევიზია მუშაობას აგრძელებს, ჟურნალისტები ჩვეულებრივად მუშაობენ. დღეს ამბობს ზუსტად იმას, რაც მაშინ უნდა ეთქვა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მისი თქმით, გვარამიამ დანაშაული ჩაიდინა, ამოეფარა მედიას, პოლიტიკას და დღეს ამ სტატუსით ცდილობს რომ მართლმსაჯულება თავიდან აიცილოს.

 

„დღეს მოლდოვის მართლმსაჯულების სისტემამ საქმე აღძრა ყოფილი პრეზიდენტის, დოდონის წინააღმდეგ. მოლდოვასაც შეტანილი აქვს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, მოლდოვის სასამართლოც პოლიტიზებულია და დაკვეთებით მუშაობს? გვარამია ცდილობს თავისის სტატუსით მართლმსაჯულება თავიდან აიცილოს. ეს არის ევროპული სასამართლო? მე ძალიან კარგად მესმის ჩვენი უცხოელი პარტნიორების, განსაკუთრებით ვინც საქართველოში მუშაობს, რადგან ვიცი, რადიკალურ ოპოზიციას რა შეუძლია. რამდენი ცრუ წერილის დაწერა შეუძლია, რამდენი ზარის გაკეთება შეუძლია არარსებულ ინფორმაციაზე. თვითონ ეს ხალხი არ იყო ელჩებს რომ ლანძღავდნენ 2-3 თვის წინ. ამერიკის ელჩს თავს რომ დაესხა პირდაპირ ეთერში და აკრიტიკებდა გვარამია აღარ გახსოვთ? ევროკავშირის ელჩს რომ დაესხნენ თავს და აკრიტიკებდნენ აღარ გახსოვთ? ესენი არ იყვნენ, რომლებიც დღეს მოუწოდებენ ამ ხალხს გამოდითო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

„მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

 

ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner