logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მიჩვენეთ ერთ პატიმარი მაინც, რომელთანაც 800-მდე მნახველი იყო შესული
- +

20 მაისი. 2022. 00:48

 

 

მიჩვენეთ ერთ პატიმარი მაინც, რომელთანაც 800-მდე მნახველი იყო შესული და ეს ადამიანი რომ გამოდის და გვეუბნება, ვერ ვეგუები პატიმრობის პირობებს, საზღვარგარეთ გადამიყვანეთო, ეს არის საშინელი დაცინვა ჩვენი საზოგადოების, იმ 10 000 პატიმრისა და მათო ოჯახების და იმ 300 000 ადამიანისაც, რომლებიც მათი ხელისუფლების დროს იყვნენ პატიმრები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

„იმ საპატიმროები რაც ხდებოდა, გარემოსთან ადაპტაცია საერთოდ სამსჯელო არ იყო. 4-სართულიან საწოლებზე იწვნენ პატიმრები. დასაწოლი ადგილი არ იყო საკნებში და ქამრებით ემაგრებოდნენ საწოლის კიდეზე, რომ ზეზეულად მაინც დაეძინათ. მე აღარ ვლაპარაკობ იმ ყბადაღებულ თემებზე - წამებისა და გარდაცვალების ფაქტებზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner