logo_geo
eng_logo
სოფო ნიკოლაიშვილი: ძალიან უხერხულია, კეზერაშვილის ტელევიზიებიდან იმის გაჟღერება, რომ თურმე „იმედის“ ჟურნალისტებმა თავდახრილებმა უნდა ვიაროთ
- +

20 მაისი. 2022. 00:54

 

 

ძალიან უხერხულია, კეზერაშვილის ტელევიზიებიდან იმის გაჟღერება, რომ თურმე „იმედის“ ჟურნალისტებმა თავდახრილებმა უნდა ვიაროთ. ვინ არის კეზერაშვილი, არ იციან მათ? ეს ის ადამიანია, რომელსაც 2008 წლის ქონებრივ დეკლარაციაში უწერია 1 ბინა და თუ არ ვცდები, წლიური შემოსავალი 51 000 ლარი. 2008 წლის ბოლოსკენ კი 3 კომპანია ოფშორში დარეგისტრირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

„კეზერაშვილის ტელევიზიიდან მოგვიწოდებთ, რომ ვიყოთ თავდახრილები. უკაცრავად, თქვენ ამას ვერ მოგვიწოდებთ და საერთოდ ვერ დაგვაკომპლექსებთ. ეს კრიტიკული მედია არ არის. კრიტიკული მედია რომ იყოს ამ ქვეყანაში, ოპოზიციაც ბევრად ძლიერი იქნება. ესენი არიან ზიზღით აღჭურვილები. რატომ ხდება, რომ 4 ტელევიზია ერთად, ვერ აგროვებს ამდენი ხანი რევოლუციისთვის საჭირო ხალხს? 4 ტელევიზია ერთად ვერ აგროვებს იმ რეიტინგს, რასაც „იმედი“. ეს იცით, რატომ ხდება? ხალხი ხვდება, რომ ეს არის ზიზღი და არა კრიტიკა. „იმედს“ გაცხადებული აქვს თავისი პოლიტიკა, რომ „ნაციონალურ პარტიას“,როგორც ზიზღის პარტიას, მინიმუმ ვერ დავეხმარებით ხელისუფლებაში მობრუნებაში“, - განაცხადა სოფო ნიკოლაიშვიილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner