logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: „ცენტრისტების“ შეხედულებები საქართველოს სახელმწიფოებრიობას ეწინააღმდეგება!
- +

14 აგვისტო. 2016. 22:07


ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტების წინასაარჩევნო აქტივობას და პოლიტიკურ კურსს ეხმიანება:



„პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტების სარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით:

 

ამ პარტიის შეხედულებები და დაპირებები, რომელიც მათ საარჩევნო კლიპებში ჟღერდება არამხოლოდ მიუღებელია ჩვენთვის, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

 

ეს არის მოღალატეობრივი რიტორიკა, რაც ცხადია ჩვენ საზოგადოების მხრიდან მიღებული არ იქნება.

 

ჩვენთვის რა თქმა უნდა მიუღებელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი შინაარსის მოწოდებები.

 

პარტიის კამპანიიდან მოხსნაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სასამართლომ და ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი.

 

ამიტომ ჩვენ ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას, რომლის თანახმადაც დეპუტატების 1/5- შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს პარტიის რეგისტრაციის მთლიანად გაუქმება - და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ძალებს შემოუერთდნენ ამ ინიციატივას."- აცხადებს ბესელია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner