logo_geo
eng_logo
სოფო ნიკოლაიშვილი: ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩვენს ეთერში შემოიჭრნენ, ოჯახით, პარტიულად, სააკაშვილზე არიან დამოკიდებულები, ამ ძალასა და მათ ლიდერზე ცხოვრებით არიან მიბმულები
- +

20 მაისი. 2022. 01:01

 

 

ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ „იმედის“ ეთერში შემოიჭრნენ, ოჯახით, პარტიულად, სააკაშვილზე არიან დამოკიდებულები, ამ ძალასა და მათ ლიდერზე ცხოვრებით არიან მიბმულები, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„იმედს“ აქვს ძალიან დრამატული წარსული, ძალიან ტრავმირებული ტელევიზიაა ამ ძალისგან, ყოფილი ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობისგან“, - აქ მხოლოდ ფიზიკურ დარბევაზე არაა საუბარი, აქ საუბარია უდიდეს მორალურ ზიანზე, როდესაც ცდილობდნენ აქედან ჟურნალისტები გადაებირებინათ მუქარით, ფულით და ეს ასე მოხდა. ეს იყო უმძიმესი პროცესი. ჩემს კოლეგას ვეკითხებოდი: ხომ არ გადახვალ, ხომ არ მიატოვებ „იმედს“ - პასუხი იყო - არა და მეორე დღეს ვხედავდი მაშინდელი „რუსთავი 2“-ის ეთერში. ეს პროცესი არ ჩერდება, ისევე როგორც ეს ძალა [„ნაციონალური მოძრაობა“] არ იცვლება.

 

ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩვენს ეთერში შემოიჭრნენ ოჯახით, პარტიულად სააკაშვილზე დამოკიდებულები არიან, ამ ძალაზე და მათ ლიდერზე ცხოვრებით არიან მიბმულები და გასაგებია რატომ სჭირთ ის, რაც სჭირთ. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ჩუმად ვართ - „ნადეჟდას“ და პუტინისტებს რომ გვეძახიან ეს არის წარმოუდგენელი ტყუილი. ამ ყველაფერს ვითმენთ. ესენი ამასობაში ამ ნარატივს ამკვიდრებენ, რომელიც რა თქმა უნდა პარტიული ნარატივია. ჩვენ ამას დიდი ხანია ვითმენთ, იმიტომ რომ თითქოს ამაზე მაღლა ვდგავართ, მაგრამ ესენი ამას ასე კი არ აღიქვამენ, ისინი აღიქვამენ, რომ ჩვენ მართლა გვაქვს იმის კომპლექსი, რასაც გვაბრალებენ“, - განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

 

ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს 16 მაისს პირდაპირი ეთერი ჩაუშალეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner