ამას წინათ ნაცები იცინოდნენ, რომ ყველანი ღელავთ ბიძინას ფულზეო. ბიძინა ივანიშვილის ფულზე კი არ ვღელავთ, ჯერ ერთი, რატომ არ უნდა ვიღელვო იმ ადამიანზე, ვინც ყველაზე მეტი გააკეთა საქართველოსთვის ბოლო საუკუნებეებში, შეიძლება ითქვას?- ამის შესახებ დირიჟორმა და ხელოვნებათმცოდნე სვიმონ ჯანგულაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ასეთი ქველმოქმედებისა და აღმშენებლობის ძალიან ცოტა ფაქტი გვაქვს ისტორიაში. რატომ არ უნდა ვიდარდო ადამიანზე, თუკი ასფალტისა და შუშებიანი შენობების გამო დიქტატორს პატიობენ წამებას, დაჩაგვრას, მოკვლას და მზად არიან საფლავში ჩაყვნენ და საქართველოც ჩააყოლონ, ოღონდ ის იყოს მმართველი. ჩვენ რატომ არ უნდა ვიდარდოთ ადამიანზე, რომელმაც ამდენი სიკეთე გაუკეთა საქართველოს?“, - განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.