logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში კანონპროექტთან „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ დაკავშირებით, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
- +

20 მაისი. 2022. 10:32

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, კანონპროექტ  „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრა გაიმართა.

 

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ავთენტური, ანუ მათი ეთნიკური ტრადიციებისა და კულტურული იდენტობისთვის დამახასიათებელი პრინციპით შექმნილი გვარის მინიჭების ეფექტიანი მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  საქართველოში მცხოვრები ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა გვარები, ჩვენს ქვეყანაში რუსეთის მმართველობის პერიოდში,  ხელოვნურად იქნა შექმნილი. კანონპროექტის მიღების შედეგად, ფორმირებული იქნება გვარის შეცვლის დეტალიზებული პროცედურა, შედეგად კი, განმცხადებლები  აღნიშნული სერვისის მიღებას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებაში შეძლებენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner