logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ვინმე თუ მოგიწოდებს, რომ დამნაშავე არ დასაჯო, ეს არის სამართლის პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასეთ მოწოდებას ვერ გავიზიარებთ
- +

20 მაისი. 2022. 12:26

 

 

„ვინმე თუ მოგიწოდებს იმას, რომ დამნაშავე არ დასაჯო, ეს არის სამართლის პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.

 

სამხარაძის თქმით, ნებისმიერი ქვეყნიდან მსგავსი მოწოდების გაზიარება ვერ მოხდება, რადგან ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტი.

 

„ანტიდასავლური ისტერია და ანტიდასავლური განწყობების გაღვივება არ არის იმაში, როცა პირდაპირ ამბობ იმას, რაც არის ფაქტობრივი მოცემულობა. თუ ვინმე მოგიწოდებს იმას, რომ დამნაშავე არ დასაჯო, ეს არის სამართლის პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ვინც არ უნდა იყოს, ვერანაირ ასეთ მოწოდებას ვერ გავიზიარებთ, რადგან ეს არის ფუნდამენტი სამართლებრივი სახელმწიფოს და სუვერენულ სახელმწიფოში. შესაბამისად, უცხოეთიდან, ნებისმიერი ქვეყნიდან წამოსული მოწოდება არასოდეს იქნება გაზიარებული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner