logo_geo
eng_logo
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით რეისები დაინიშნა
- +

20 მაისი. 2022. 12:56

 

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით ორ-ორ რეისს ნიშნავს.

 

ხუთშაბათს, 26 მაისს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით არსებული განრიგის გარდა, დამატებით კიდევ ერთი ფრენა 13:30 საათზე შესრულდება, ხოლო გამოფრენა მესტია-ნატახტრის მიმართულებით – 15:15 საათზე განხორციელდება.

 

ასევე, 26 მაისს, ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: ნატახტარი-ამბროლაური 16:30 საათზე, ხოლო ამბროლაური-ნატახტრის მიმართულებით 17:45 საათზე. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე –

https://ticket.vanillasky.ge/

 

 

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მესტიასა და ამბროლაურში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. დამატებით რეისებზე მოთხოვნა გაზრდილმა მგზავრთნაკადმა გამოიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner