ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, მიმდინარე წელს რუსეთმა ევროპაში გაზის გაყიდვიდან რეკორდული 100 მილიარდი დოლარი შეიძლება მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „Les Echos“ Citi ბანკის ანალიტიკოსების პროგნოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რუსული გაზის გაყიდვიდან პროგნოზირებადი შემოსავალი თითქმის ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო. აღსანიშნავია, რომ ანალიზი არ ითვალისწინებს ფინანსურ შემოსავალს ნავთობის, ქვანახშირისა და სხვა წიაღისეულის გაყიდვიდან.
ევროპის საწვავის ბაზრის საკითხებში სპეციალისტის, ტიერი ბროსის განცხადებით, სანქციებისა და ემბარგოს დაწესების დაპირების მიუხედავად, ევროკავშირი გაზპრომს ყოველდღიურად 200 მილიონ ევროს უხდის.
მისი თქმით, ევროპამ რუსული გაზის იმპორტის შემცირება რომც დაიწყოს, რუსეთი რეკორდულ შემოსავალს მიიღებს ფასების მკვეთრი ზრდის გამო.