logo_geo
eng_logo
ბაია გადაბაძე: ვერ გეტყვით, რა სტატუსით არის ჩართული გიორგი ბახტაძე ამ მოლაპარაკებებში
- +

8 მარტი. 2016. 15:32



 „მაესტროს" ყოფილი დირექტორის ბაია გადაბაძის განცხადებით, ირაკლი რუხაძე კვლავ აგრძელებს მოლაპარაკებებს „მაესტროს" წინააღმდეგ.



ვერ გეტყვით, რაზე შეიძლება ელაპარაკებოდეს კორძახიას თანამშემწე ნანუკა ჭკუასელი ირაკლი რუხაძეს. როდესაც კონკრეტულ რეჟიმში ვსაუბრობდით ლევან გაჩეჩილაძესთან გუშინ, გაჩნდა იმედის ნაპერწკალი იმის, რომ შესაძლოა, ყველაფერი ეს ისე არ იყოს, როგორც მე მიმაჩნია. თუმცა ამ ყველაფერს დღევანდელმა დღემ გადაუსვა ხაზი, რადგან ირაკლი რუხაძე კვლავ აგრძელებს მოლაპარაკებებს მაესტროს" წინააღმდეგ. ეს ამაზრზენია.

რუხაძეს, სავარაუდოდ, ამოძრავებს ორი მოტივი, პოლიტიკური ან ბიზნესინტერესი. კერძოდ, ისეთ წამგებიან ტელევიზიას - კომპანიას, რომელსაც აფინანსებს, სანაცვლოდ კი, ფულს შოულობ მომგებიანი კომპანიიდან, ეს არის ბიზნესინტერესები და მეორე - პოლიტიკურ ინტერესებს რაც შეეხება, თუ მას აქვს პოლიტიკური ამბიცია, ორი ტელევიზიით უფრო კარგად შეძლებს, მოსთხოვოს ან სთხოვოს მმართველ პარტიას, გახდეს პრემიერ-მინისტრი ან სხვა მაღალი ჩინის მფლობელი ამ ქვეყანაში. ნებისმიერ შემთხვევაში, საქველმოქმედო არ არის ირაკლი რუხაძის ქმედებები", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.



გადაბაძემ მის მიერ „ფეისბუქში" დაწერილ სტატუსთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და განმარტა, რომ ტელეკომპანია „იმედის" დირექტორი გიორგი ბახტაძე ურეკავს რამდენიმე წამყვან პოზიციაზე მომუშავე ჟურნალისტს და სთავაზობს ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრის ორგანიზებას.



ეჭვი მეპარება, რომ ეს კეთილშობილური ჟესტი არის. ზოგადად, მაქსიმალურად კულტურულად თუ შევაფასებთ, ეს არაკოლეგიალური და არაპროფესიონალური, უგუნური ნაბიჯია. ვერ გეტყვით, რა სტატუსით არის ჩართული გიორგი ბახტაძე ამ მოლაპარაკებებში", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner