logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს!
- +

14 აგვისტო. 2016. 22:37


მტაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს ავრცელებს.


 

„მიმართვა მეორე-

 

პირველ რიგში მადლობას ვუძღვნი მთაწმინდის მაცხოვრბელ/ამომრჩევლებს, ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა და აქტიურად გამოეხმაურა ჩემ პირველ უჩვეულო ფორმის მიმართვას და თხოვნას. ვინც გაიგო რომ ეს არაორდინალური მიდგომა მცდელობაა ახალი პოლიტიკურ პრაკტიკის დანერგვისა, ძველი მოსყიდვის, დაშინების და ყალბ დაპირებებისგან სრულიად განსხვავებული... მთაწიდელებმა ეს გაიგეს და მთაწმინდელები დარწმუნებული ვარ გააგრძელებენ მხარდაჭერას, გვერდში ამომიდგენიან ხვალაც, ზეგაც, არჩევნების დღეს და რაც მთავარია არჩევნების შემდეგ საპარლამენტო საქმიანობაში!

 

ასევე აქვე მინდა მივმართო ქალაქის სხვა უბნელებს, ვინც გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ ხმას ვერ მაძლევს თუმცა მაინც გულშემატკივრობს და სურს თავისი პოზიცია რამე ფორმით გამოხატოს.

 

ჩუღურეთის თუ გლდანის, ვაკესი თუ ისნის, ვარკეთილის თუ სამგორის, საბურთალოს თუ კრწანისის მაცხოვრებლებო თქვენ მართალია ვერ ამირჩევთ, თუმცა ამის მიუხედავად თქვენი წარმოამდგენელიც ვიქნები საქართველოს პარლამენტში, რამეთუ პარლამენტის წევრი სრულიად საქართველოს წარმოადგენს და არა ლოკალურ ინტერესებს... კანონმდებელი თუ აღმასრულებელ ხელისუფლების ზედამხედველი და თქვენის სახელით და მანდატით მაკონტროლებელი ვერ იქნება მხოლოდ ერთი უბნის თუ რეგიონის მიმართ ამგარიშვალდებული.

 

ამიტომ ვთვლი რომ დღესვე ვარ თქვენს მიმართაც ანგარიშ ვალდებული და პასუხისმგებელი.

 

თქვენც შეგიძლიათ (ხაზგასმით ვინც ეს ვერ გაიგო იმათთვის: "სავალდებულო აქ არაფერია და მხარდაჭერა ნებაყოფლობითია") ასევე სიმბოლურ გადმორიცხვის საშუალებით თქვენი მხარდაჭერა გამოხატოთ.

 

დამოუკიდებელ კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ბანკში საარჩევნო ანგარიშის ნომერია:

 

GE24BG0000000730946400

(სასურველია პირადი ნომერის მითითება)

 

აქვე მინდა ხაზი გავუსვა რომ ამ ანგარიშზე გადმორიცხული თანხები და არჩევნებისთვის გაწეული ხარჯები სრულიად გაჭვირვალედ მოგეწოდებათ - ყველასთვის მისაწვდომ ფორმატში ამ გვერდზე გამოქვეყნენდება.

 

დახმარების ბევრი სხვა ფორმაც არსებობს რისთვისაც ველოდები თქვენ შემოთავაზებებს : ეს იქნება ტრადიციული ფორმები (პლაკატის დაბეჭდვა, ფლაიერების დარიგება, შეხვედრების მოწყობა) თუ ნაკლებად ორდინალური ... დიდი ინტერესით გავეცნობი და წინასწარ მადლობას გიძღვნით თქვენ მოსაზრებებისთვის.

 

მესამე მიმართვა საქართველოს სხვა რეგიონების მაცხოვრებლებს მიეძღვნება და მეოთხე მიმართვა კი უცხოეთში მაცხოვრებელ თანამემამულეებს."- წერს ზურაბიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner