მოქანდაკე ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მეფე ერეკლეს დიდი ხანია, ეკუთვნის ძეგლი თბილისში. ვფიქრობ, კრწანისში იქნება საუკეთესო ადგილი, სადაც მან თბილისისთვის თავგანწირვით იბრძოლა მტერთან.
ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ამ პროექტზე იმ მოვლენების შემდეგ, რაც ბოლო დღეებში გაჟღერდა საზოგადოებაში და სრულიად მიუღებელია ყველა ჩვენთაგანისთვის.
ძეგლი შეიქმნება ხალხის შემოწირულობებით და საჩუქრად გადაეცემა დედაქალაქს.
სულ მალე საზოგადოებას წარვუდგენთ ძეგლის ესკიზს.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება ჩვენი საერთო ძალისხმევით, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მხარდაჭერით“, - წერს ირაკლი ჟვანია.