logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო სააკაშვილზე: საზღვარგარეთ გადაყვანა-არგადაყვანაზე გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ექიმებმა უნდა მიიღონ
- +

20 მაისი. 2022. 14:56

 

 

„საზღვარგარეთ გადაყვანა-არგადაყვანაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ერთადერთი პროფესიის ადამიანებმა - გამორიცხვით წავალ ამ სიაში: არა პოლიტიკოსებმა, არა ენთუზიასტებმა, არა გულშემატკივრებმა, არა ამომრჩევლებმა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ექიმებმა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

 

„ისინი ამ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, რადგან მათზე არის დიდი ზეწოლა. ერთადერთი სწორი გზა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, საზღვარგარეთ იქნება, ადგილზე იქნება თუ სხვ., არის ის, რომ ეს ექიმებმა უნდა თქვან“, - აღნიშნა სერგეენკომ.

 

ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner