logo_geo
eng_logo
ამირან ბუთურიშვილი: საუკუნის დანაშაული!
- +

20 მაისი. 2022. 16:11

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი პროფესორ გურამ შარაძის მკვლელობის 15 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„15 წლის წინათ, 2007 წლის 20 მაისს თბილისში, დღისით მზისით, მელიქიშვილის ქუჩაზე, გამვლელების თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღით ვერაგულად მოკლეს ფილოლოგი, ისტორიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი  გურამ შარაძე...

 

მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე გურამ შარაძე წერდა:

„შვილი ვინ მომიკლა, ვერ გამოიძიეს, ჩემს მეუღლეს მანქანა ვინ დააჯახა, ისიც ვერ გამირკვევია. სანამ მესვრიან, მანამდე მოვასწრებ და ვიტყვი სიმართლეს, რომ ესენი ქვეყანას ღუპავენ! … ჩემს ცოლს ანდერძი დავუტოვე, მე თუ მომკლავენ, მკვლელს მადლობა უთხარით, რადგან… ჩემს შვილთან მისასვლელ გზას შემიმოკლებს. პასუხი იმას მოსთხოვეთ, ვინც ჩემი და ჩემი შვილის მოკვლა დაავალა. ოღონდ… სიკვდილით არც ის დასაჯოთ. მკვლელებისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ის იქნება, ლაშა და გურამ შარაძეების სისხლით რომ ექნებათ ხელები შეღებილი“...

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner