logo_geo
eng_logo
კასპის #1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა
- +

20 მაისი. 2022. 16:39

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მოადგილე ზურაბ კიოპაძე  და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი  ქალაქის #1 საჯარო სკოლის ბოლო ზარის ღონისძიებას  დაესწრნენ.

 

ვახტანგ მაისურაძემ კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა.

 

„თქვენ ახლა იწყებთ ცხოვრების ახალ ეტაპს, რომელმაც უნდა განსაზღვროს არამარტო თქვენი მომავალი არამედ, თქვენი როლი ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ წარმატებულ და ბედნიერ მომავალს“, - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.

 

ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებმა აღმზრდელ პედაგოგებსა და სტუმრებს მადლობა საკუთარი შემოქმედების წარმოდგენით გადაუხადეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner