ბორჯომში, მწვანე მონასტრის ტერიტორიაზე, ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა მდინარეში გადავარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მოსწავლე გარდაცვლილი დახვდა, სამი კი დაშავებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.