logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ევროკავშირში გარკვეული წარმომადგენლობა თავს უფლებას აძლევს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს
- +

20 მაისი. 2022. 18:22

 

 

ევროკავშირში გარკვეული წარმომადგენლობა თავს უფლებას აძლევს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს. ამას შემდეგ ამართლებენ, რომ თურმე, აღქმა აქვთ არასწორი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც სალომე სამადაშვილს შეხვდები და ამის შემდეგ გააკეთებ განცხადებას, ბუნებრივია იქნები აღქმის მსხვერპლი, რაც აქვს მაგალითად ქალბატონ ფონ კრამონს.

 

„სხვათა შორის ერთ რამეში ვეთანხმები და სწორი შეფასება გააკეთა, მან ახსენა სიტყვა რეჟიმი, სააკაშვილის რეჟიმი და სწორია. მე პირველად მოვისმინე ასეთი სამართლიანი განცხადება და მგონია უკვე შედეგი გამოიღო, როდესაც ჩვენ არგუმენტებით ველაპარაკებით, იქიდან იყო პასუხი, რომ დიახ, სააკაშვილის რეჟიმს ისიც ებრძოდა და სწორი ფორმაციაა. მეორე ნაწილში, სადაც ის საუბრობს, რომ თურმე, ეს ყველაფერი პრობლემაა და მერე აღქმას აყოლებს. ეს ნიშნავს, რომ არასწორი მიდგომაა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner