logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება
- +

20 მაისი. 2022. 18:41

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია  განცხადებას ავრცელებს და „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას ეხმაურება.

 

„გურიის მოამბემ“ გაავრცელა მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს ოზურგეთის მერია, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოს მოაწესრიგებს და მასზე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს.

 

2022 წ. 20 მაისს გაზეთ „გურიის მოამბემ“ გაავრცელა დეზინფორმაცია, რაც ოზურგეთში ინიცირებულ ახალ სპორტულ პროექტს - საჩოგბურთო ცენტრს შეეხება. გვსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ, მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით: საჩოგბურთო ცენტრის თითოეული კვადრატული მეტრი ეკუთვნის ოზურგეთის მუნიციპალიტეტს და ამ ტერიტორიაზე აშენდება თანამედროვე საჩოგბურთო კომპლექსი, რომელიც ასევე, ოზურგეთის მუნიციპალური საკუთრება იქნება. ტერიტორიის გასხვისება ან ვინმესთვის გადაცემა არც განიხილება და არ იგეგმება - შესაბამისად, „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახლავთ სიცრუე.

 

ოზურგეთში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. სპორტული კომპლექსი, რომელსაც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, მალაზონიას ქუჩაზე შენდება - ჩოგბურთის თანამედროვე კორტებს, სარეკრეაციო და სპორტულ - გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოიცავს. პროექტის დასრულების შემდგომ, სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანი ჩაერთვება, ასევე, ოზურგეთი შეძლებს მაღალი დონის ტურნირებს უმასპინძლოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner