უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ოლექსანდ მერეჟკო სოციალურ ქსელ Twitter-ზე გერმანიის კანცლერს აკრიტიკებს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევში ვიზიტით ჯერ არ ჩასულა.
„გერმანიის კანცლერი ჯერ არ ჩამოსულა კიევში. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს ამის ახსნა-განმარტება. შესაძლო ახსნა-განმარტებებს შორის: 1. ძალიან დაკავებულია 2. რცხვენია თავისი პოლიტიკის 3. ჯერ მოსკოვში წასვლა უნდა“, - დაწერა ოლექსანდ მერეჟკომ.