logo_geo
eng_logo
ლია კრიალაშვილი: ამ დღეს გია ტყვიით მოკლა სააკაშვილის რეჟიმმა!
- +

20 მაისი. 2022. 18:47

 

 

გია კრიალაშვილის მკვლელობიდან 13 წელი გავიდა. მუხროვანის ე.წ. ამბოხების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული კრიალაშვილის და მომხდარის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ 2009 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ კრიალაშვილს ბრალი სახელმწიფო გადატრიალებაში დასდო და მიზანმიმართულად მისი ლიკვიდაცია დაგეგმა.

 

ლია კრიალაშვილი მისი ოჯახის ტრაგედიაში მიხეილ სააკაშვილს და ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს.

 

„ამ დღეს გია ტყვიით მოკლა სააკაშვილის რეჟიმმა, რომელიც დღეს ციხის გისოსებს ვერ იტანს. „ორი გვამი მჭირდება და იქნება დიდი პრემიები“ - სწორედ იმის შეკვეთა იყო, რომ გია მოეკლათ. იგივე ბრძანება ჰქონდა მიშას გაცემული. მან ვერ აპატია გიას, იმიტომ რომ გია ყველგან ამბობდა, რომ არ აპატიებდა სააკაშვილს ხალხის ამდენ ცოდვას და არც აპატია. ორი გვამი სჭირდებოდათ - კობა და გია. კობა სასწაულად გადარჩა“, - ამბობს ლია კრიალაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner