logo_geo
eng_logo
Reuters: დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მაიმუნის ჩუტყვავილას განსახილველად საგანგებო სხდომას გამართავს
- +

20 მაისი. 2022. 21:10

 

 

დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მაიმუნის ჩუტყვავილას განსახილველად საგანგებო სხდომას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ბოლო პერიოდში აფრიკის ქვეყნების გარეთ ვირუსული ინფექციის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც მჭიდრო კონტაქტის შედეგად ვრცელდება და ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმისაა.

 

მაიმუნის ჩუტყვავილას უახლესი ახალი შემთხვევები საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთსა და ავსტრალიაში დაფიქსირდა, რასაც წინ უძღოდა აშშ-ში, ესპანეთსა და პორტუგალიაში შემთხვევების დადასტურება, ასევე კანადაში 13 საეჭვო შემთხვევის გამოკვლევა.

 

აღნიშნული დაავადება ყველაზე მეტად გავრცელებულია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის შორეულ ნაწილებში. დაავადების შემთხვევების რეგიონის გარეთ გავრცელება ხშირად დაკავშირებულია რეგიონში მოგზაურობასთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner