logo_geo
eng_logo
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კომპანია Quantori-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

20 მაისი. 2022. 21:11

 

 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კომპანია Quantori-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიის მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართა, რომელსაც Quantori-ის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) რიჩარდ გოლობი და კომპანიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

„მხარეებს შორის თანამშრომლობის მიზანია სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ბიოტექნოლოგიების, ე.წ „life science” და ჯანდაცვის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

 

Quantori წარმოადგენს ბიოტექნოლოგიების მეცნიერებასა და ჯანდაცვის ინდუსტრიაში კომპლექსური მონაცემების, ტექნოლოგიებისა და ციფრული გადაწყვეტილებების უწყვეტი ჯაჭვის მიმწოდებელ კომპანიას. Quantori ბიოტექნოლოგიური, ფარმაცევტული და ჯანდაცვის კომპანიებისთვის ქმნის და ავითარებს ისეთი უახლესი ტექნოლოგიების სისტემებს, აპლიკაციებსა და ინფრასტრუქტურას, რომლებიც ახდენენ წამლების აღმოჩენის პროცესის აქსელერაციას და ხელს უწყობენ პაციენტთა მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას.

 

Quantori პარტნიორული ურთიერთობებისას, მიზნად ისახავს, მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების აღმოჩენისა და შემუშავება-განვითარების ხელშეწყობას, ღრმა სამეცნიერო კვლევების ინდივიდუალურად მორგებულ პროგრამულ მიდგომებთან და ალგორითმებთან შერწყმის გზით. Quantori საქართველო განსაკუთრებულ და სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და დასაქმებას. კომპანიაში უწყვეტად ხორციელდება სტაჟირების პროგრამა, რომელშიც მონაწილე ყველა წარმატებულ კანდიდატს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა აქვს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner