logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრა
- +

21 მაისი. 2022. 00:42

 

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, სახლ-მუზეუმი, რომელიც სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციაა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში მდებარეობს.

 

„მინისტრმა დაათვალიერა სახლ-მუზეუმი და ადგილზე გაეცნო მისი მუშაობის სპეციფიკას. თეა წულუკიანმა მუზეუმის ხელმძღვანელობისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაართვა მუზეუმმა თავი პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებს და რა გეგმები აქვს სამომავლოდ. მინისტრმა ნიკო ნიკოლაძის უნიკალური ნივთებიც დაათვალიერა და სამინისტროს სახელით მუზეუმს მხარდაჭერა აღუთქვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.



right_banner right_banner
არქივი
right_banner