logo_geo
eng_logo
გერმანია და ყატარი ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ
- +

21 მაისი. 2022. 00:47

 

 

გერმანია და ყატარი ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, ყატარმა 2024 წლიდან გერმანიისათვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება შეიძლება დაიწყოს.

 

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ყატარი მნიშვნელოვანი იქნება გერმანიის სამომავლო ენერგეტიკულ სტრატეგიაში რუსული გაზის დივერსიფიკაციისთვის.

 

„ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გერმანია თავის ინფრასტრუქტურას განავითარებს, რათა გემით თხევადი გაზის იმპორტი იყოს შესაძლებელი. ეს დიდი ნაბიჯია და ყატარი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს სტრატეგიაში“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

 

ყატარის ემირმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ქვეყანა 2024 წელს გერმანიისთვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებას დაიწყებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner