logo_geo
eng_logo
ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო: 22 მაისიდან ბალტიის ქვეყნები რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს წყვეტენ
- +

21 მაისი. 2022. 01:08

 

 

ევროპული ენერგეტიკული ბირჟა Nord Pool-ი რუსული ელექტროენერგიით ვაჭრობას წყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ 22 მაისიდან ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია რუსეთიდან ელექტროენერგიას აღარ მიიღებენ. ამის შესახებ ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება.

 

ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრის, დაინიუს კრეივისის თქმით, ეს არის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ გზაზე, არამედ უკრაინასთან სოლიდარობის დემონსტრირება.

 

„ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რუსული ომის მანქანის დაფინანსება“, - აცხადებს დაინიუს კრეივისი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner