ევროპული ენერგეტიკული ბირჟა Nord Pool-ი რუსული ელექტროენერგიით ვაჭრობას წყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ 22 მაისიდან ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია რუსეთიდან ელექტროენერგიას აღარ მიიღებენ. ამის შესახებ ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება.
ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრის, დაინიუს კრეივისის თქმით, ეს არის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ გზაზე, არამედ უკრაინასთან სოლიდარობის დემონსტრირება.
„ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რუსული ომის მანქანის დაფინანსება“, - აცხადებს დაინიუს კრეივისი.