logo_geo
eng_logo
ისრაელში, მაიმუნის ჩუტყვავილას პირველი შემთხვევა გამოვლინდა
- +

21 მაისი. 2022. 01:22

 

 

ისრაელში, მაიმუნის ჩუტყვავილას პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

 

ვირუსი 30 წელს გადაცილებულ მამაკაცს გამოუვლინდა, რომელიც დასავლეთ ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნდა. მისი მდგომარეობა მსუბუქია.

 

დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მაიმუნის ჩუტყვავილას განსახილველად საგანგებო სხდომას გამართავს.

 

ბოლო პერიოდში აფრიკის ქვეყნების გარეთ ვირუსული ინფექციის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც მჭიდრო კონტაქტის შედეგად ვრცელდება და ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმისაა.

 

მაიმუნის ჩუტყვავილას უახლესი ახალი შემთხვევები საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთსა და ავსტრალიაში დაფიქსირდა, რასაც წინ უძღოდა აშშ-ში, ესპანეთსა და პორტუგალიაში შემთხვევების დადასტურება, ასევე კანადაში 13 საეჭვო შემთხვევის გამოკვლევა.

 

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, მაიმუნის ჩუტყვავილა იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმისაა და რომლისგანაც ადამიანების უმეტესობა რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდება.

 

ვირუსი ადვილად არ ვრცელდება ადამიანებს შორის და ფართო საზოგადოებისთვის რისკი ძალიან დაბალია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner