logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილმა არასამთავრობო ორგანზიაცია- „მემკვიდრეობა და სამართალი“ დაარეგისტრირა
- +

14 აგვისტო. 2016. 23:35


„გუშინ ბედნიერი დღე მქონდა! დილით იუსტიციის სახლში ვიყავი - არასამთავრობო ორგანზიაცია „მემკვიდრეობა და სამართალი" დავარეგისტრირე (ამ ორგანიზაციის მიზნებზე სხვა დროს გიამბობთ, რამდენიმე დეტალს დავაზუსტებ და შემდეგ ყველაფერს ერთიანად გეტყვით)."- წერს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში.  



„საღამოს მხატვარ ზურაბ გომელაურის სახელოსნოში გახლდით, სითბოთი და სიყვარულით სავსე მისი ნამუშევრები პირველად დავათვალიერე - მადლობა უფალს ამისთვის. ყველა დეტალში რაღაც ქართულია და ამ ნამუშევრებს ეტყობა, რომ მისი დამხატავი ტრადიციების პატივისმცემელი, რწმენით და სამშობლოს სიყვარულითაა სავსე. იშვითად კეთილი და თბილი ოჯახი აქვს. რომ გათენდება ხატვას იწყებს და მზის ჩასვლის შემდეგ ისვენებს. მხატვრის ნამუშევრებში განსაკუთრებით თბილი ფერები და თემები ალბათ, ამიტომაც არის. ზურაბ გომელაურმა ოქროსფერი თევზი მაჩუქა, მინაზეა შესრულებული. წარმოიდგენეთ როგორ გამიხარდა. სახლში მივედი, „ერთსულოვნება" ჩავრთე და გავიგე, რომ 12 აგვისტოს წმინდა ცოტნე დადიანის ხსენების დღე ყოფილა. ეს დღე მუდამ მემახსოვრება..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner