logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: უკვე შევქმენით ევროკავშირის ენერგეტიკული შესყიდვების პლატფორმა, რომელიც ღიაა უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის
- +

21 მაისი. 2022. 10:20

 

 

„ევროკავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლებას 2027 წლისთვის გეგმავს“, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

 

„დღესდღეობით, რუსეთი გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია ევროპაში, მასზე ჩვენი მოხმარების 40% მოდის. ჩვენ გვინდა, თავი დავაღწიოთ ამ დამოკიდებულებას 2027 წლისთვის. ჩვენ მიერ რუსეთიდან შემოტანილი გაზისა და ნავთობის უმეტესი წილი ჩანაცვლდება განახლებადი წყაროებით, ენერგოეფექტურობით და ენერგიის დაზოგვით. გაზის იმ რაოდენობის უზრუნველსაყოფად, რომელიც ჯერ კიდევ იქნება საჭირო, ევროკავშირმა უნდა გაზარდოს იმპორტი არარუსული წყაროებიდან“, – განაცხადა ბორელმა.

 

ბორელმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკა ყოველთვის იყო გეოპოლიტიკური საკითხი და ახლა ეს კიდევ უფრო აშკარა გახდა.

 

„წლებია, ჩვენ განვიხილავთ ენერგეტიკის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობას რუსეთიდან, ქვეყნიდან, რომელიც ენერგიას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ნაბიჯის გადადება – ჩვენ ვაფინანსებთ კრემლის შესაძლებლობას, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არ არის იოლი საქმე და მოითხოვს თანამშრომლობას ბევრ ასპექტში, რაც აისახება ევროპის ენერგეტიკული განახლების გეგმაში (REPowerEU)“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

 

ბორელის განცხადებით, ეს ძალისხმევა აისახება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში და გლობალურ პარტნიორობაში. მისი თქმით, ევროკავშირის მოკლევადიანი მიზანი – ჩამოერთვას პუტინს ნახშირბადის საწვავით ვაჭრობისგან მიღებული რესურსები – უნდა შეესაბამებოდეს 2050 წლისთვის ევროკავშირის კლიმატის ნეიტრალიტეტის მიღწევის საშუალოვადიან მიზნებს. მისივე თქმით, ბუნებრივი აირი ევროპის ენერგეტიკული ბალანსისთვის კიდევ დიდხანს იქნება საჭირო, რაც მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროკავშირს უბიძგებს, რუსეთის ნაცვლად ეძებოს სანდო, ალტერნატიული გაზის მომწოდებლები.

 

„მიზანშეწონილია, შევქმნათ შესყიდვების საერთო მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მოლაპარაკებები და შესყიდვები განხორციელდება მონაწილე ქვეყნების სახელით. ჯერჯერობით, ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ უკვე შევქმენით ევროკავშირის ენერგეტიკული შესყიდვების პლატფორმა, რომელიც ასევე ღიაა უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კოორდინირება და გავამარტივოთ გაზისა და წყალბადის ერთობლივი შესყიდვა“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner