logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი CEPS-ის სტატიის შესახებ: საქართველომ მსგავს გამოხტომებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს, მაგრამ მოვლენებს და ცალკეულ პიროვნებებს აუცილებლად უნდა დაარქვას თავისი კუთვნილი სახელები
- +

21 მაისი. 2022. 11:46

 

 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის შესახებ CEPS-ის სტატიას ეხმიანება და წერს - „საქართველომ დიდწილად აღმოფხვრა გავრცელებული კორუფცია უკეთესი შედეგებით, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ - მაგრამ კანდიდატის სტატუსს მაინც არ იმსახურებს!!!- ალბათ იმიტომ, რომ მას არ მართავს LGBT თემის "გაღმერთების" მომხრე პრეზიდენტი, როგორც ეს მოლდოვაშია, ქვეყანაში - სადაც ექს-პრეზიდენტი დააჯარიმეს გუშინწინ მისი 9 მაისთან დაკავშირებული შეხედულებების გამო. არ იმსახურებს უკრაინასავით, სადაც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების უხეშ დარღვევას, პოლიტიკურ ოპონენტებთან ავტოკრატიულ მოპყრობას, მედიათავისუფლების ჩახშობას - გაეროს უზენაესი კომისარიატის სამონიტორინგო მისიამ გამანადგურებელი ანგარიში მიუძღვნა“.

 

მისი თქმით ნებისმიერ დამოუკიდებელ ფსიქიატრს წააკითხეთ - მოახდინოს მათი ბიპოლარული ურთიერთწინააღმდეგობის ჭრილში გაანალიზება და სტატიის ავტორებისთვის სწორი დიაგნოზის დასმა.

 

„გავეცანი ბრიუსელში არსებული ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (CEPS) ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის შესახებ სტატიას - უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ვიცე-პრემიერის თეა წულუკიანის აბსოლუტურად ზუსტ შეფასებაში, ჩვენი ზოგიერთი საპარტნიორო წრის სუბიექტის მიმართ. ხანდახან იმაშიც გებადება ეჭვი - ამ ბოდვებს მძიმე აკრძალული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ხომ არ თხზავენ.

 

პირველივე წინადადება გაოცებთ: საქართველოსაგან განსხვავებით, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ!!! საქართველო კი ამ დროს, ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილისა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პირობების შესრულების თვალსაზრისით, შთამბეჭდავ შედეგებს გვიჩვენებსო. ირკვევა, რომ ამ მხრივ მან აჯობა არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ კანდიდატ-ქვეყანას დასავლეთიდან (ბალკანეთიდან) - ჩრდილოეთ მაკედონიას. საქართველომ დიდწილად აღმოფხვრა გავრცელებული კორუფცია უკეთესი შედეგებით, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ - მაგრამ კანდიდატის სტატუსს მაინც არ იმსახურებს!!!

 

ალბათ იმიტომ, რომ მას არ მართავს LGBT თემის "გაღმერთების" მომხრე პრეზიდენტი, როგორც ეს მოლდოვაშია, ქვეყანაში - სადაც ექს-პრეზიდენტი დააჯარიმეს გუშინწინ მისი 9 მაისთან დაკავშირებული შეხედულებების გამო. არ იმსახურებს უკრაინასავით, სადაც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების უხეშ დარღვევას, პოლიტიკურ ოპონენტებთან ავტოკრატიულ მოპყრობას, მედიათავისუფლების ჩახშობას - გაეროს უზენაესი კომისარიატის სამონიტორინგო მისიამ გამანადგურებელი ანგარიში მიუძღვნა. ექსპერიმენტის სახით, უბრალოდ იმის აღქმის მიზნით - რა განსხვავებაა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის - სტატიის ავტორები ერთი დღით უნდა მოათავსო საქართველოს და უკრაინის ციხეებში. მერე გააგრძელონ წერა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე!

 

მაგრამ უკრაინა CEPS-ის დასკვნით, EU კანდიდატის სტატუსს მაინც იმსახურებს, მიუხედავად ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის გუშინდელი განცხადებისა: "მხოლოდ კონფლიქტის დასრულების, დანგრეული ქვეყნის აღდგენის და რეფორმების ჩატარების შემდეგ". ფაქტიურად, დიპლომატიურ ენაზე, ქალბატონმა ურსულამ მცნება "უსასრულობას" ახალი სინონიმი მოუგონა. ვინაიდან - ვერავინ იტყვის: ა) როდის დასრულდება კონფლიქტი, ბ) რა ტერიტორიულ განზომილებაში დარჩება უკრაინა, გ) რა დრო დასჭირდება ქვეყნის აღდგენას და დ) რომელ რეფორმირებაზეა საუბარი, რაზეც 2020 წლის სექტემბერში ჟოზეფ ბორელმა ბრძანა - "რეფორმები უკრაინაში ჯერ არც დაწყებულა".

 

ასე რომ, ნებისმიერ დამოუკიდებელ ფსიქიატრს წააკითხეთ ამ სტატუსის მეორე და მომდევნო აბზაცები - მოახდინოს მათი ბიპოლარული ურთიერთწინააღმდეგობის ჭრილში გაანალიზება და სტატიის ავტორებისთვის სწორი დიაგნოზის დასმა. საქართველომ კი პრინციპიდან - "ჩვენ გიჟებთან საქმე არა გვაქვს" - მსგავს "შიზოიდურ" გამოხტომებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს, მაგრამ მოვლენებს და ცალკეულ პიროვნებებს აუცილებლად უნდა დაარქვას თავისი კუთვნილი სახელები“ - წერს ქართველიშილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner