„თუ საქართველომ "ქ/ოცნების" მმართველობის პერიოდში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ოპოზიციას აღარაფრის იმედი არ შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის არც ვადამდელი არჩევნების და მითუმეტეს არც რევოლუციის. ისედაც განადგურებული პოლიტიკური იმიჯი კიდევ უფრო დაეცემა და არც მომდევნო არჩევნებზე ექნებათ წარმატების რაიმე შესაძლებლობა”, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის ბოლოდროინდელ ქმედებებს.
როგორც ანჯაფარიძე წერს, ყველა მათი ბოლოდროინდელი ქმედება, ამას ემსახურება. ამ საქმეში კი ოპოზიციას აქტიურად ეხმარება უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება.
„თუ საქართველომ "ქ/ოცნების" მმართველობის პერიოდში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ოპოზიციას აღარაფრის იმედი არ შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის არც ვადამდელი არჩევნების და მითუმეტეს არც რევოლუციის. ისედაც განადგურებული პოლიტიკური იმიჯი კიდევ უფრო დაეცემა და არც მომდევნო არჩევნებზე ექნებათ წარმატების რაიმე შესაძლებლობა.
შესაბამისად, მათ დარჩათ ერთადერთი შანსი, გააკეთონ ყველაფერი რაც კი შეუძლიათ, რომ ჩაშალონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და შემდეგ ამის ნიადაგზე ქვეყანაში ააგორონ საპროტესტო ტალღა და რევოლუციით დაამხონ ხელისუფლება.
ყველა მათი ბოლოდროინდელი ქმედება, აღარ ჩამოვთვლი, ამას ემსახურება. ამ საქმეში კი ოპოზიციას აქტიურად ეხმარება უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.