logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის დაზვერვა: თუ რუსეთი გააგრძელებს დრონების დაკარგვას ამჟამინდელი ტემპით, მათი დაზვერვის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაუარესდება
- +

21 მაისი. 2022. 12:31

 

 

„რუსეთ-უკრაინის ომში უპილოტო საფრენი აპარატები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ორივე მხარისთვის, თუმცა მათ დანაკარგების მაღალი მაჩვენებელი განიცადეს“, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

მათივე ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთი ცდილობს სირიაში გამოყენებული „დაზვერვითი დარტყმის“ კონცეფციის განხორციელებას - დრონებს საბრძოლო თვითმფრინავების ან არტილერიის დარტყმის სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის იყენებს.

 

„რუსეთი, სავარაუდოდ, განიცდის შესაბამისი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს ამ ამოცანის შესრულებისთვის, რაც გააუარესა სანქციების შედეგად გამოწვეულმა შიდა წარმოების შესაძლებლობების შეზღუდვამ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მათივე განმარტებით, პილოტირებული რუსული თვითმფრინავები ძირითადად თავს არიდებენ მისიებს უკრაინის საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებისგან მოსალოდნელი საფრთხის გამო.

 

„თუ რუსეთი გააგრძელებს დრონების დაკარგვას ამჟამინდელი ტემპით, რუსული ძალების დაზვერვისა და რეკოგნოსცირების შესაძლებლობები კიდევ უფრო გაუარსდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner