დღეს, უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდა. Uzbekistan Airways-მა პირდაპირი რეისი ბათუმში ტაშკენტიდან განახორციელა. უზბეკ ტურისტებს ბათუმისაეროპორტში ფოლკლორ შოუთი დახვდნენ. ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებიკვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს ზაფხულის სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, რაცრეგიონში უზბეკი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
დღეიდან, ბათუმის მიმართულებით ფრენებს ანახლებს ავიაკომპანია Air Astana, რომელიცპირდაპირ რეისებს ბათუმში ასტანადან შეასრულებს. ჯამში, მაისის განმავლობაში ბათუმისსაერთაშორისო აეროპორტში 250-ზე მეტი ფრენა 10-მდე ქვეყნიდან განხორციელდება, მათშორისაა ორი ახალი რიგისა და ტაშკენტის მიმართულება. აჭარაში პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2019 წელთან შედარებით 49%-ითაააღდგენილი.