logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრმა ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერა
- +

21 მაისი. 2022. 14:00

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხაშურში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერა.

 

მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.

 

მისი თქმით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მშენებლობა, მსოფლიო ბანკის 6.4 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდა სპორტული განათება და სტადიონის სათანადო მდგომარეობაში შესანახად აუცილებელი სარწყავი სისტემა. სტადიონის ტერიტორიაზე აშენდა 2100 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნები, ღია ავტოსადგომი და დამხმარე შენობა-ნაგებობები. მოწესრიგდა სტადიონის მიმდებარე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურა.

 

პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner