logo_geo
eng_logo
პირველად საქართველოში! - პროექტი HIGHLANDER - მთამსვლელებისა და უბრალოდ, ლაშქრობის მოყვარულებისთვის
- +

21 მაისი. 2022. 16:46

 

 

15 ქვეყანა, 30 განსხვავებული ლოკაცია და ათასობით მონაწილე - HIGHLANDER გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური სერიის ღონისძიებებს წარმოადგენს, რომელშიც წელს, პირველად, საქართველოც ჩაერთვება და 25-27 აგვისტოს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტუმრებს სვანეთში, მესტიაში უმასპინძლებს.პროექტის მიზანია ლაშქრობის, როგორც ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რეგიონში ეკომეგობრული და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების გამართვის ხელშეწყობა.

 

HIGHLANDER სვანეთი, საქართველოს ღონისძიება  ხორციელდება ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. პროექტის პარტნიორები, აგრეთვე, არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner