logo_geo
eng_logo
პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარულიგანათლება სკოლაში“ VET Excellence Award-ისგამარჯვებულია
- +

21 მაისი. 2022. 19:04

 

 

საქართველო „პროფესიულ განათლებაშიგანსაკუთრებილი მიღწევისთვის ჯილდოს” (VET Excellence Award) მფლობელია! გამარჯვებულიევროკომისიის მიერ ორგანიზებული „ევროპისპროფესიული უნარების კვირეული 2022“-ის ფარგლებში, ხმის საჯარო მიცემის შედეგადგამოვლინდა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისსამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა დაგანათლების ცენტრის პროგრამამ „გარემოსდაცვითიდა აგრარული განათლება სკოლაში” გამარჯვებაევროპულ ორგანიზაციებს შორის, ევროპისგანათლების ფონდის (ETF) კონკურსის მწვანეუნარების კატეგორიაში მოიპოვა.

 

VET Excellence Award, ევროპის მასშტაბით, საუკეთესოპრაქტიკის წარმოჩენისა და აღიარების მიზნით, აერთიანებს სხვადასხვა კერძო და საჯაროორგანიზაციას, სკოლასა და პროფესიულიგანათლების დაწესებულებას, რომლებიც საკუთარგამოცდილებასა და წარმატებული საქმიანობისისტორიას სხვადასხვა სფეროში აზიარებენ.

 

ევროკომისიის ევროპული პროფესიული უნარებისკვირეული  16-20 მაისს გაიმართა. მიმდინარე წელს,კვირეულის მთავარი თემა იყო პროფესიულიგანათლება და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლაევროკომისიის ვალდებულებების და ევროპის მწვანეშეთანხმების მიზნების გათვალისწინებით.

 

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლებასკოლაში“ პროგრამის დანერგვის პროცესისაქართველოში 2021 წლიდან დაიწყო. პედაგოგებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლებასკოლაში“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა დაგანათლების ცენტრში მომზადდა. სახელმძღვანელომოიცავს გარემოსდაცვითი და აგრარულიგანათლების ისეთ მნიშვნელვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითიკლასების  (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის.  პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები ბაზისურცოდნას იღებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაამდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნებისდაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვადაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება დაბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენებისმართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოებისწინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner