logo_geo
eng_logo
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეღვრეკისში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
- +

21 მაისი. 2022. 20:19

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.

 

„მისი თქმით, საბავშვო ბაღი გათვლილია 75 აღსაზრდელზე. სამშენებლო სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და მისი დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება. ბაღი მოემსახურება გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებული ორი სოფლის - მეღვრეკისისა და ერგნეთის მოსახლეობას.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერგნეთსა და მეღვრეკისში აქამდე საბავშვო ბაღი არ იყო და მსგავსი ინფრასტრუქტურის არსებობა მნიშვნელოვანია გამყოფ ხაზზე მცხოვრები სოფლების მოსახლეობისთვის.

 

საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება - 2 820 000 ლარია.

 

მთავრობის მეთაური სოფელ მეღვრეკისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, პრემიერი ბავშვებს გაესაუბრა და მათ უახლოეს პერიოდში სოფელში ახალი სტადიონის მშენებლობას დაპირდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner