logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: „ქართული ოცნების“ მიერ ევროპაში შეყვანილი საქართველო არ უნდათ
- +

21 მაისი. 2022. 21:25

 

 

“30 წლის წინ, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი ხდებოდა, მაშინდელ ოპოზიციის წრეებში ასეთი ფრაზა იყო გავრცელებული: ზვიად გამსახურდიას მოპოვებული დამოუკიდებლობა არავის გვინდა, ეს რა თქმა უნდა შეცდომა იყო. მსგავსი ხდება ახლაც - „ქართული ოცნების“ მიერ ევროპაში შეყვანილი საქართველო არ უნდათ,” - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„სულაც არ არის აუცილებელი, დავიწყოთ გამოძიება რას ლაპარაკობენ ჩვენი ოპონენტები დასავლეთის დედაქალაქებში - ბრიუსელსა ან ვაშინგტონში. მთავარია მათ მოვუსმინოთ. როდესაც ჩამოდიან და ეკითხები: რას აკეთებდი, ისინი მაშინვე „ქართული ოცნების“ ლანძღვას იწყებენ, ვინაიდნა ეს არის ზუსტად ის, რაზეც ისინი ლაპარაკობენ. ვერ აცნობიერებენ, რომ დეზინფორმაციამ და ცალმხრივმა ინფორმაციამ, რაც მათ დასავლეთში მიაქვთ, შეიძლება ქვეყანას ავნოს. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ძლიერი პოზიციები გვაქვს როგორც ბრიუსელში, ვაშინგტონში, ასევე ევროპის დედაქალაქებში. მაგრამ ფაქტია, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ რაღაცნაირად დააკნინონ საქართველოს ადგილი მსოფლიოში“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. მთავრობის მეთაურმა კარლ ჰარცელს კითხვარის მეორე და საბოლოო ნაწილი 10 მაისს გადასცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner